მიკროკრისტალური ართრიტები  

მიკროკრისტალური ართრიტები – სახსრების დაავადებების ჯგუფი, რომლებიც განპირობებულია სახსრებში სხვადასხვა შემადგენლობის მიკროკრისტალების ჩალაგებით. მათ მიეკუთვნება პრინციპულად განსხვავებული ეტიოლოგიისა და პათოგენეზის მქონე დაავადებები. ამასთან, ყველა მათგანს გააჩნია ერთი საერთო ნიშანი – ერთი ან რამდენიმესახსრის მწვავედ განვითარებული ართრიტი, რომელიც მიმდინარეობს შეტევების სახით. მიკროკრისტალური ართრიტები განსაკუთრებით ხშრად გამოწვეულია ურატების კრისტალებით (პოდაგრა) და კალციუმის პიროფოსფატით (პიროფოსფატური ართროპათია). ამ დაავადებების დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახსრების ქსოვილებში (ხშირად სინოვიურ სითხეში) შესაბამისი კრისტალების გამოვლინებას პოლარიზებული მიკროსკოპიის დახმარებით. Read the rest of this entry »